პროექტის სახელწოდება: ვიცხოვროთ სუფთა გარემოში.
ბლოგი: irmakhurtsidze.blogspot.com
პროექტის მთავარი იდეა: მოიპოვონ ინფორმაცია სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის აქტუალობა: ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბება.
პროექტის მიზანი: სასკოლო გარემოს მოვლა, სკოლის ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მათ ირგვლივ საზოგადოებრივ ადგილებში სისუფთავის დაცვის უნარ-ჩვევა და გარემოს მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის გრძნობა.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ხელთათმანები, პოლიეთილენის ტომრები, ცოცხი, აქანდაზი, სათლი, ინტერნეტრესურსები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა Ι
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით სწავლობენ სკოლის ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, იკვლევენ სკოლის ტერიტორიის დაჭუჭყიანების მიზეზებს.
აქტივობა Ι Ι
მასწავლებებელი მოსწავლეებთან ერთად ადგენს, სკოლის გარემოს დაჭუჭყიანების მიზეზებიდან რა არის გამოწვეული ბუნებრივი პროცესებით და რა - ადამიანთა გულგრილობის გამო. ,,გონებრივი იერიშის“ გზით ასახელებენ იმ საფრთხეებს, რაც გარემოს დაჭუჭყიანებამ შეიძლება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას.
აქტივობა Ι Ι Ι
მასწავლებელი კლასს ყოფს სამ ჯგუფად:
1. პირველი ჯგუფი სოფლის ამბულატორიაში მოიპოვებს ინფორმაციას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების შესახებ.
2. მეორე ჯგუფი ინტერნეტში მოიპოვებს ინფორმაციას შესაძლო საფრთხეებისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შესახებ.
3. მესამე ჯგუფი სკოლის ადმინისტრაციისაგან მოიზიებს ინფორმაციას ი დაწესებული მოვლა-დალაგების ვადებისა და წესების შესახებ.
აქტივობა ΙV
მეოთხე კლასის მოსწავლეები ერთობლივად ალაგებენ სკოლის ტერიტორიას.
აქტივობა V
აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოსწავლეები აწყობენ პრეზენტაციას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სანიტერულ-ჰიგიენური წესების დაუცველობისას შესაძლო საფრთხეებისა და სკოლაში მიღებული დალაგების წესების ეფექტურობის შესახებ.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ბუნება: IV.9 მოსწავლეს შეუძლია პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა
IV.11 მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
- მოსწავლე ზრუნავს საკლასო ოთახის და ეზოს სისუფთავეზე. მოიძიებს ინფორმაციას განსხვავებული წყაროებიდან და წარმოადგენს შეგეგებს.
პროექტის ხელმძღვანელი: ირმა ხურციძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: irmakhurtsidze69@gmail.com
ბლოგი: irmakhurtsidze.blogspot.com
No comments:
Post a Comment